საბავშო ბაღი FAMILY აცხადებს ბავშვთა მიღებას 1 დან 7 წლის ასაკამდე. საბავშვო ბაღი მუშაობს LIVE რეჟიმში, ორშაბათი-პარასკევი, დილის 8:30-დან საღამოს 19:30 საათამდე. თქვენ შეგიძლიათ დღის მანძილზე თვალი ადევნოთ თქვენი პატარას აღზრდა-განვითარებას.
სკოლამდელ პერიოდში ბავშის წამყვანი ქცევა თამაშია. თამაში ბავშვის ნორმალური განვითარების მაჩვენებლადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან მას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბავშვის პიროვნული და შემეცნებითი, არამედ ემოციური განვითარებისთვისაც.
თამაშის დროს ბავშვს უნვითარდება შემეცნებითი პროცესები: აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, მეტყველება და ა.შ.
ნათია ცუცქირიძე
პროფესიით მუსიკოსი, 16 წლიანი გამოცდილებით აღნიშულ სფეროში.
‘’ სიმღერა და მუსიკა ჩემს ცხოვრებას მუდამ თან სდევდა. ბავშვებისგან მიღებული სიყვარული და სითბო ჩემს ცხოვრებას მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის . ფემილიში ვმუშაობ 2019 წლიდან. ეს არის ადგილი, რომელიც თავის შინაარსს ნამდვილად ამართლებს და ყველა ფილიალში მისვლისას გრძნობ, რომ ოჯახში მიდიხარ, სადაც დიდი სიყვარულით გელიან. პატარებისგან ყველაზე გულწრფელ სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ, რაც კიდევ უფრო დიდ სურვილს მიჩენს მათ ბევრი საინტერესო და მელოდიური სიმღერები შევასწავლო! მადლობა ფემილის ამ შესაძლებლობის მოცემისთვის ‘’

მინდია ჩხიკვიშვილი
პროფესიონალი ჭადრაკის პედაგოგი, 15 წლიანი გამოცდილებით.
‘’ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისეთ გარემოში მოხვდები სადაც განვითარების და წინსვლსი საშუალებას გაძლევენ, არ გზღუდავენ საკუთარ საქმიანობაში და შენც შეგიძლია თავისუფლად აკეთო ის, რაც ასე ძალიან გიყვარს. ერთია გიყვარდეს საკუთარი საქმე და კარგად გამოგდიოდეს და მეორეა ის ახალ თაობასაც შეაყვარო და დააინტერესო. ჭადრაკი სპორტისა და მეცნიერების გარდა, ბავშვებს კრიტიკულ აზროვნებასა და მსჯელობის უნარს უყალიბებს, რაც სამომავლოდ მათ ცხოვრებისეული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. საბედნიეროდ, ფემილიმ მომცა საშუალება, რომ ჩემი გამოცდილება მომავალი თაობისთვის გამეზიარებინა და ეს სპორტი მათ ცხოვრებაში უფრო დიდი დოზით შემეტანა ‘’
ლანა ხავთასი
პროფესიით ქორეოგრაფ-რეჟისორი, 15-წლიანი სამუშაო გამოცდილებით აღნიშნულ სფეროში.
‘’ Family-ის საუკეთესო გუნდს შემოვუერთდი მესამე წელია. ვდგამ ბავშვებისთვის ადაპტირებულ სპექტაკლებს, რომლებიც ეხმარებათ მათ სასცენო მოძრაობების, რიტმიკის, შემოქმედებითი უნარების და მეხსიერების გაუმჯობესებაში. ბავშვებთან მრავალწლიანი მუშაობისა და მეგობრული ურთიერთობის პროცესში შევამჩნიე, რომ ისინი ძალიან სწრაფად ითვისებენ აღნიშნულ უნარ-ჩვევებს, ვითარდებიან, სწავლობენ გუნდურობას, გამართულად და თამამად მეტყველებას, უქრებათ სცენის შიში, სიყვარულით ეკიდებიან ხელოვნებას, იმას, რასაც ერთად ვძერწავთ და ვქმნით. ჩვენ ერთად ვაცოცხლებთ ზღაპრის გმირებს და ვმონაწილეობთ მათ ჯადოსნურ ისტორიებში. თითოეულ როლსა ან/და საცეკვაო ნომერს ვარჩევ ბავშვთა ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებითა და მათზე აქტიური დაკვირვებით, რადგან არ იგრძნონ სირთულე და გამოწვევებს გაუმკლავდნენ მარტივად. მაბედნიერებს ის ფაქტი, როდესაც ვხედავ, რომ ვახერხებ მუსიკით, რიტმიკითა და სასცენო წარმოდგენებით მათზე პოზიტიური გავლენის მოხდენას, ვეხმარები განვითარებასა და წინსვლაში ’’